„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.
დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა.
კერძოდ, გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
როგორც მეგი [დიასამიძის] შემთხვევაში, ისე ელენეს შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს არის სიგიჟე, სისულელე, არავითარ სამართლებრივ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ ამავე კოალიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
ლემონჯავას თქმით, ელენე ხოშტარიას დაკავება „ვერავის შეაშინებს და უკან ვერ დაახევინებს“.
„ელენე ხოშტარია დაკავებულია სისხლის სამართლის წესით იმ მუხლით, რაც გუშინ შსს-მ დაწერა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე. [დაკავებულია] 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. როგორც მეგის შემთხვევაში, ისე ელენეს შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს არის სიგიჟე, სისულელე. არავითარ სამართლებრივ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება. ეს უბრალოდ, არის კალაძის ახირება, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო – ქალაქის ცენტრში მოაწყო ძალადობის ბუნაგი, საიდანაც ხალხი გამოდის და ქალებს ურტყამს. არანაირი საარჩევნო შტაბი არ არის ის. ამ შტაბზე მარკერის წარწერის გამო დააკავეს ელენე ხოშტარია სისხლის სამართლის წესით. ეს არის რეალობა.
წარმოდგენა არ მაქვს „ქართული ოცნება“ რა ლოგიკას ჩართავს ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, ჩვენი ლოგიკა. ჩვენი ლოგიკა არის შემდეგი, რომ ნებისმიერი ასეთი თავხედობა, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე „ქართული ოცნების მხრიდან, ასეთი ტიპის ძალადობა, არათუ აშინებს ხალხს, არამედ პირიქით, მეტი სოლიდარობით, მეტი გამბედაობით, მეტი ერთობით აღავსებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელენეს დაკავება რაღაც სიგიჟე ბრალდებით, ვინმეს შეაშინებს, უკან დაახევინებს, კალაძე მშვიდად გააგრძელებს თავის ძალადობას, ბუნაგიდან საქმიანობას, ბუნებრივია, რომ ის ცდება.
ეს ოფისი უნდა დახუროს საერთოდ, იმიტომ, რომ ეს არის პროვოკაცია. ამ რაღაცა საარჩევნო შტაბის გახსნა მაგონებს ნაძვის ხის ანთება, რომ უნდოდა რუსთაველზე კალაძეს. მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა უმწვავესი პროტესტი. დასისხლიანებული ადამიანების სისხლი არ იყო ჯერ გამშრალი რუსთაველზე და ნაძვის ხის დადგმა მოუნდა. ადვოკატი საქმის კურსშია და ჩვეულებრივად მიყვება დაცვის საკითხს. ზოგადად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით, ვიქნებით პროტესტის ავანგარდში“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.
დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა.
კერძოდ, გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ
თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე – ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს, არც ქალს, არც კაცს, არც თავისიანს, არც ოპონენტებს – ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი
შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.
გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატი ელენე ხოშტარიას დაკავებაზე – ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
ადვოკატი შოთა თუთბერიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, იმ ბრალდებით დაკავება, რითაც შსს-მ პოლიტიკოსი დააკავა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
„რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სავარაუდოდ, ეს არის პოლიტიკური დევნის იგივე ტიპის მაგალითი, როგორიც იყო მეგი დიასამიძის საქმე, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებულ ქმედებას, გამოხატვის უფლების რეალიზების ქმედებას თვლიან დანაშაულად და ამავდროულად მხოლოდ მათ მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ბანერის დაზიანება და წარწერის გაკეთება კი არა, რომელიც ტილოთი ირეცხება, არამედ ადამიანებს საკუთრების გადაგდება მოუხდათ, ასევე თუნდაც რამდენიმე დღის წინ რომ ადამიანებზე ჯგუფური ძალადობა მოხდა, ამ საქმეებზეც კი პასუხისმგებლობა არ დამდგარა“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.