„ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ასევე დიფ სთეითს უკავშირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს მიერ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევას. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს დიფ სთეითი“. ის კვლავ აშშ-სთან „ურთიერთობების გადატვირთვაზე“ საუბრობს.
კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები – ვართ ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, შიშველი პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როგორც ხედავთ, ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს.რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება. თუ დიფ სთეითი დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა დიფ სთეითსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს დიფ სთეითი, ამ შემთხვევაში, გაგრძლდება სირთულეები, თუმცა, ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ. ყველა შემთხვევაში, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს დიფ სთეითი“ — ამბობს ის.








