ნიკოლოზ გორგაძე შემოქმედიდან
.
1832 წელს გამოქვეყნებულ “აღმოსავლურ კვლევებთან დაკავშირებული მემუარების, ამონარიდების და შენიშვნების კრებულში“ გაამოქვეყნებულია მარი ბროსეს „საქართველოსთან დაკავშირებული ავთენტური დოკუმენტების შესახებ ჩანაწერის დამატებები, მათ შორის შემდეგი:
.
ვერცხლის ბეჭედი – ნიკოლოზ გორგაძე (Ⴌიკო-ლო-ზ Ⴂო-რგა-ძე)
.
პრინცი ვახტანგის მსახური ნიკოლოზი გურიის შემოქმედიდან, ატარებდა ვერცხლის ბეჭედს, რომელზეც მისი სახელი ტრაპიზონდელ ბერძენს საკმაოდ ცუდად იყო ამოეტვიფრა. ის იყო სიმონის ვაჟი გორგას გვარიდან. ბეჭედზე წერია „მიკოლოზი“ და არა „ნიკოლოზი“.
.
ის იყო სიმონის ვაჟი გორგების საგვარეულოდან. ქურთის მიერ დატყვევებული და ბორკილებდადებული ეს უბედური კაცი, იმ დროისათვის დამახასიათებელ ყველა სახის ძალადობას იტანდა, რის გამოც მძიმედ დაავადდა. ვინაიდან მისი სხეულს გადადატანილი ქონდა მოხეტიალე ცხოვრების ყველა სირთულე, რის გამოც პარიზში უძლიერესი წამლებით მკურნალობის მიუხედავად ვერ გამოჯანმრთელდა.
.
საინტერესო იყო მისი ტანჯული სახე, რომელზეც მიუხედავად გადატანილი უბედურებისა აშკარად ეტყობოდა ისეთი მეომრული სული, რომელიც ეწინააღმდეგობდა ჩვენს ცნობიერებას.
.
– Nouveau journal asiatique : ou recueil de mémoires, d’extraits et de notices relatifs aux études orientales (Paris 1832; Tome X) – ADDITIONS au Mémoire sur les documens originaux concernant la Géorgie, par M. BROSSET
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა