დავით ხინოწმინდელი
.
1804 წელს სოლომონ II ზურაბ წერეთელის ვაჟის დავითის მიტრიპოლიტად კურთხევა გადაუწყვეტია, თუმცა ყველა ეპარქიას მიტროპოლიტი ყავდა და ეპარქიის გარეშე მიტოპოლიტად დავითის კურთხევა ეკლესიის მსახურთა შორის დიდ გაუგებრობას გამოიწვევდა, ამიტომ მეფეს მისი ხინოწმინდის მიტროპოლიტად კურთეხევა გადაუწყვეტია.
.
„იმ დროს ყველა ეპარქია დაკავებული იყო და ამიტომ ერთადერთი ვარიანტი იყო მისი მიტროპოლიტად კურთხევა ეპარქიის დანიშვნის გარეშე, თუმცა ეს მიტროპოლიტებში საგანგაშო აზრის გაჩენას ნიშნავდა, რადგანაც ერთ-ერთ მათგანს მეფის ფავორიტის შვილისთვის ადგილის გათავისუფლება მოუწევდა, რაც თავად ახალგაზრდა დავითს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.
.
თავადი ზურაბი მეფის სურვილის წინააღმდეგი იყო, რადგან მისი შვილის მიტროპოლიტის მაღალ წოდებაზე კურთხევა ნაადრევად მიაჩნდა. თუმცა მეფეს ეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და ყველას ინტერესის გათვალისწინებისათვის, მან თავისუფალი ეპარქია ქობულეთში თურქეთის გურიაში იპოვა, სადაც ოდესღაც ცნობილი ხინოწმინდის მონასტერი იდგა თავისი ვრცელი და ლამაზი ეზოთი, რომელიც თურქებმა 1740 წელს დაანგრიეს, გააუქმეს იქ არსებული სამიტროპოლიტო კათედრა და მოსახლეობის უმეტესობა ისლამზე მოაქციეს.
.
შესაბამისად, მისი ასეთ ეპარქიაში კურთხევა ორმაგად მომგებიანი იყო: ეს ყველა მთავარეპისკოპოსს დაამშვიდებდა და ერთგვარ წინასწარმეტყველებას წარმოადგენდა, რომ ქობულეთი და ბათუმი მართლმადიდებელი მეფეების მმართველობის ქვეშ დაბრუნდებოდა. ყველაფერი იმდენად საიდუმლოდ გაკეთდა, რომ მეფის მოწვევით ქუთაისში შეკრებილმა ეპისკოპოსებმა დავითის ხინოწმინდელის (ხინოწმინდის მიტროპოლიტის) ხარისხში კურთხევის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ამის შესახებ იეროდიაკონმა გამოაცხადა. კურთხევის შემდეგ 1905 წელს ახალი მიტროპოლიტი ჯრუჭის მონასტერში გადავიდა, სადაც თავდაპირველად მოღვაწეობდა არქიმანდრიტ სიმეონის ხელმძღვანელობით, რომელიც ქავთარაძეების დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ მონასტრის არქიმანდრიტი გახდა.“
.
Кавказский календарь на 1854 год (1853 г.) – Изъ жизни митрополита Давида (авт.: П-ръ Ги-въ)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა