“ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე უზენაესი ღირებულება არ არსებობს”

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მას რუსეთი და რუსული პოლიტიკა არ სურს, მისთვის უზენაესი საქართველოს თავისუფლებაა და ამიტომ, არც რუსულ შოუბიზნესში ჩართვა უნდა.

„ყველას გაქცევა უნდა აქედან, ყველას, ვისზეც სახელმწიფო წესით, იმედს უნდა ამყარებდეს.

ძალიან ძნელია, ვინმე ამის გამო გააკრიტიკო, იმდენად არასტაბილურ, ჩამყაყებულ და სრულიად მორღვეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ოდნავი სანდოობის განცდაც კი არ გაქვს.

რაც დილის გადაცემაში ვმუშაობ, უფრო ახლოს მომიწია სხვადასხვა სფეროებში დამდგარ პრობლემებთან სახის გასწორება და უფრო მეტად მაღიზიანებს ხელისუფლების უსაქმურობა.

მელიას დაიჭერდნენ თუ ტურას, აქ ამაზე არაა საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ოპოზიციაზე შურისძიება იყო მოტივი და არა კანონი. კანონი და მორალური ღირებულებები რომ ადარდებდეთ, გავრილოვს პარლამენტში ურცხვად არ გამოსვამდნენ.

კანონის აღსრულების მოტივით ოპოზიციური ლიდერი დაიჭირეს მათ, ვინც არჩევნები გააყალბა და საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, შვილებს ხმები მოპარა.

ჩრდილოეთზე ბევრი მსმენია და ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ არ მინდა მაგ რეალობაში ცხოვრება.

არ მინდა რუსული პოლიტიკა, არ მინდა რუსეთი! არ მინდა არც კარიერული წარმატებისთვის, არც ფულისთვის და არც რამენაირი ბროლის კოშკებისთვის.

ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე უზენაესი ღირებულება არ არსებობს ბუნებაში.” – წერს მომღერალი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    "როდესაც საქმეს თავდადებით აკეთებ, მაშინ მოდიხარ მანკიერ სისტემასთან წინააღმდეგობაში""პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    რა დასკვნა დაიდო ადამიანების უფლებების დარღვევაზე- HRC 2020 წლის ანგარიშიადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს"მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის…
    Tags: და, არ, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა