გურიის მოამბე

სააკაშვილი-არანაირი ივანიშვილის პოლიტიკა არ არსებობს, ამ სუბიექტს ამის მასშტაბი არა აქვს

გაიცანი შენი მტერი!
ის რაც საქართველოში ხდება ხალხის უმრავლესობას ჰგონია ივანიშვილის პოლიტიკა.
სინამდვილეში არანაირი ივანიშვილის პოლიტიკა არ არსებობს, ამ სუბიექტს ამის მასშტაბი არა აქვს.
ეს სინამდვილეში არის რუსეთის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოს პოლიტიკა.
კირიენკო არის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული გავლენის გატარების პოლიტიკის კურატორი.
ის ამ პოსტზე დაინიშნა 2023 წლის ბოლოს და ჩაანაცვლა პირობითად უფრო რბილი მეთოდების მომხრე სერგეი კოზაკი რომელიც გაწიეს იმის გამო რაც ჩაითვალა უკრაინაში ჩავარდნილად.
სერგეი კირიენკო იყო ელცინის დროს პრემიერი რომელიც გადააყენეს 1999 წელის კრიზისის გამო და შემდეგ პუტინს მიეკედლა.
სხვათა შორის პრემიერობის დროს კირიენკო კარგად იცნობდა ივანიშვილს, რომელსაც ელცინის ადმინისტრაციიდან ჩაბარებული ჰქონდა გენერალ ლებედის დაფინანსება.
უკვე ჩვენ დროში, კირიენკოს დანიშვნის შემდეგ, სულ მალე ივანიშვილი გამოვიდა 2024 წლის აპრილში სიტყვით, რომელმაც განსაზღვრა დემოკრატიის მოსპობის პრორუსული კურსის მკვეთრი დაჩქარება.
საქმე იმაშია, რომ რუსეთი გეგმავს საქართველოს საბოლოო გადაყლაპვას, ოღონდ მანამდე აქ უნდა საბოლოოდ იქნეს ამოწურული დემოკრატიის ნარჩენები.
ასევე კირიენკოს მითითებით მოხდა შარშან 28 ნოემბერს ევროპაზე უარის თქმა და თქვენ წარმოიდგინეთ “კორუფციასთან ბრძოლის” კამპანიის წარმოება.
ეს კამპანია სარკესავით ჰგავს იმას რასაც ახლა რუსეთში აკეთებს პუტინი ხელისუფლების კონსოლიდაციისთვის და ხალხის უკმაყოფილების ჩასახშობად.
ჯერჯერობით კირიენკო და მისი პატრონი ძალიან კმაყოფილები უნდა იყვნენ ივანიშვილის, როგორც მათი პოლიტიკის გამტარებლობით, განსაკუთრებით იმის ფონზე რომ ახლახან კირიენკო კატასტროფულად ჩაფლავდა მოლდოვის ამასწინანდელ არჩევნებზე.
ამიტომ მოვლენებს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და მივხვდეთ თუ რამხელა კატასტროფისკენ მიგვაქანებს რუსების აქაური ნამესტნიკი და რა აქვს საბოლოო მიზნად დასახული.
წერს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights