გურიის მოამბე

პენ საქართველოს 2025 წლის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი პატიმრობაში მყოფი პოეტი ზვიად რატიანი გახდა

პენ საქართველოს 2025 წლის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი პატიმრობაში მყოფი პოეტი ზვიად რატიანი გახდა.

როგორც „პენ საქართველოს“ პრეზიდენტმა ხათუნა ცხადაძემ განაცხადა, ზვიად რატიანს ჯილდო გადაეცა „უბრალოებასა და სიმართლეში ადამიანური ღირსების პოეტურ სიტყვად ქცევისათვის, ჩაგვრასა და უკანონობასთან მებრძოლი წინააღმდეგობის კოლექტიური სულისკვეთების გამოხატვისთვის, შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება“.

ასევე გამარჯვებულები გამოავლინეს ხუთ კატეგორიაში.

გამარჯვებულებთა სია ასე გამოიყურება:

  • წლის საუკეთესო რომანი – ნოდარ ლადარიას “ელი! ელი!”
  • • წლის საუკეთესო პროზაული კრებული – არმაზ ბეკარის “მშვიდობით სომერსეტ!”
  • • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა – ანა მარგველაშვილის “წერილები მეფეს”
  • • წლის საუკეთესო პოეტური კრებული – თამთა დოლიძის “მხოლობითი რიცხვი”
  • • წლის საუკეთესო დებიუტი – ნიქო გორგილაძის “აქ მიპოვი” და თინათინ ნოღაიდელის “ულვაშები”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights