გურიის მოამბე

ნათია გოლიაძემ მაკვანეთის საცხობის დირექტორის პოსტი დატოვა

“მინდა დაგემშვიდობოთ, მე აქ მეტი აღარ მოვალ”, უთხრა გოლიაძემ დღეს თანამშრომლებს და დაწესებულება დატოვა.

როგორც საცხობის თანამშრომლები “გურიის მოამბეს” ეუბნებიან, გოლიაძეს, დირექტორის თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია.

ოზურგეთის მერის ყოფილი მოადგილე, აწ უკვე  “ქართული ოცნების” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ნათია გოლიაძე, მაკვანეთის საცხობის დირექტორად, ამ დღეებში დაინიშნა. მოვალეობის შესრულებას კი, გუშინ წინ შეუდგა.

ოზურგეთის ექს ვიცე მერი საცხობის დირექტორად დაინიშნა

ოზურგეთის ექს მერის, ავთანდილ თალაკვაძის მარჯვენა ხელი, მისი ყოფილი მოადგილე და აწ უკვე  “ქართული ოცნების” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ნათია გოლიაძე, მაკვანეთის საცხობის დირექტორად დაინიშნა.

ამ ინფორმაციას, “გურიის მოამბეს’ “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანის გარემოცვაში უდასტურებენ.

ნათია გოლიაძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

გოლიაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მოადგილე და შემდგომში პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, 2021-25 წლებში იყო.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ის, პარტიამ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატად “დანიშნა” და მისი კანდიდატურა “ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით, მას, ამაზე უარი ეთქვა.

მოქმედი კანონმდებლობით, გოლიაძეს, უკვე საცხობის დირექტორის რანგში, საკრებულოში, ნებისმიერი თანამდებობის დაკავება ეკრძალება. რადგან, მსგავსი თანამდებობა-საცხობის დირექტორობა- ნებისმიერ საჯარო  სამსახურის თანამდებობის შეთავსებას კრძალავს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights