ალამბარი – იერუსალიმის პატრიარქების სტუმრობა გურიელთან
.
1658-1859 წლებში საქართველოს იერუსალიმის პატრიარქი პაისი (პატრიარი 1645-1660 წლებში) ეწვია, რომელსაც თან ახლდა დიაკონი დოსითეოსი (შემდეგში 1669-1707 წლებში ასევე იერუსალიმის პარტიარქი). პატრიარქი 22 მარტს ქობულეთში ჩამოსულა შემდეგ კი მდინარის აყოლებით ორი საათის შემდეგ გურიის მთავრის რეზიდენციაში მისულა. ხსენებულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს თამაზ ბერაძის წიგნი „ზღვაოსნობა ძველ საქართველოში“, სადაც ავტორი შემდეგი სახით ციტირებს დოსიფეოსს:
.
„დიდ მარხვის დროს, – წერს დოსითეოსი, – გაიხსნა სანაოსნო სეზონი და ჩვენ ჩავსხედით იბერიულ ხომალდში, მდ. ხობით დავეშვით შავი ზღვისკენ და მივაღწიეთ ფაზისს, რომელსაც ქართველები რიონს უწოდებენ. ფაზისიდან მივცურეთ ქობულეთში – გურიის ნავსადგურში. აქედან მდინარეს ავყევით 2 საათის განმავლობაში და მივედით გურიის მთავრის სასახლეში 22 მარტს“.
.
ბერაძის მიხედვით პატრიარქი გურიის მთავარს ქობულეთთან ახლოს ალამბარის რეზიდენციაში ესტუმრა: „ქობულეთის სამხრეთით ერთმანეთს და შემდეგ ზღვას უერთდება სამი მდინარე: აჭვისწყალი, კინტრიში და ლეღვა. ამათ შორის აჭვისწყალი საკმაოდ დიდი საზღვაო ნავებისათვის გამოდგებოდა სანაოსნოდ. ამას მოწმობს დოსითეოს პატრიარქის მოგზაურობის ჩანაწერები, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. დოსითეოსი დიდი ნავით ზღვიდან სოფ. ალამბარამდე ასულა, ეს სოფელი კი მდ. აჭვისწყლის ნაპირზე მდებარეობს.“
.
თამაზ ბერაძე – „ზღვაოსნობა ძველ საქართველოში“ (1981)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








