გურიის მოამბე

ფრენკელი – კახაბერი „გურიელების საყვარელი საცხოვრებელი ადგილი“

ფრენკელი – კახაბერი „გურიელების საყვარელი საცხოვრებელი ადგილი“
.
გურიელების კახაბერის საუფლისწულო მამულში იდგა გურიელების სასახლე და ციხესიმაგრე. რომლთა ნანგრევები 1878 წელს რუსეთის ჯართან ერთად ბათუმში შესულ სამხედრო ისტორიკოსს ა. ფრენკელს დაუთვალიერებია „მე მოვინახულე თითქმის მიტოვებული სოფელი კახაბერი, რომელიც ჩვენი შტაბის რუკაზე აღნიშნულია როგორც „კოხაბერი“. კახაბერი ოდესღაც იყო გურიელების საყვარელი საცხოვრებელი ადგილი, (ერთ ერთი მათგანი ატარებდა სახელად კახაბერს) რომლებიც როგორც მე უკვე ვთქვი იყვნენ ბათუმის ძველი სუზერენები“. „აქ (კახაბერში) კიდევ არის გურიელების ციხესიმაგრის ნარჩენები.“
.
როგორც ფრენკელი წერს დღევანდელი ბათუმისა და კახაბერის ტერიტორიაზე ადრე რამდენიმე ტბა ყოფილა და ეს ადგილი გურიელების სანადირო მამულსაც წარმოადგენდა, ფრეინკელი წერს – „ამ ადგილს სახელად კახაბერი დაერქვა იმიტომ რომ აქ კახაბერ გურიელი ნადირობის დროს გარეულმა ტახებმა დაგლიჯეს“;
.
– А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума (1879 г.)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights