საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიასა და მისი მეუღლეზე თავდასხმას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“ვახო სანაზიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე ვინც არ ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას ქვეყნის გენოციდის და ქართველებისგან დაცლის.
მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს შემთხვევით ფაქტად იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ. ივანიშვილს უნდა
საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა – ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ!
ჩემი სოლიდარობა ვახო სანაიას და წარმატებები მის გაბედულ ჟურნალისტურ საქმიანობაში”.-წერს სააკაშვილი.