გურიის მოამბე

ოზურგეთის ცენტრში მამაკაცზე გველის თავდასხმის ისტორიამ გურულები გაამხიარულა

“გურიის მოამბემ” რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა, ფეისბუკ მომხმარებლის, კახა ჩავლეშვილის პოსტი; სადაც ის ყვება:

“გუშინ მეორე სკოლასთან ერთ კაცს გველმა უკბინა, შეშფოთებულმა შევთავაზე საავადმყოფოში წაყვანა.
– აფერი არა მაი, გუშღამაც მიკბინა მარა გადავრჩიო! აქეთ დამამშვიდა; მერე დააყოლა: – თუ ძმახარ სადმე არ თქვა, თვარა ატყდება ერთი ამბავი და სამსახურიდან მომხსნიანო”
რასაც, იქვე, გურულების სახუმარო კომენტარები მოჰყვა;
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს :

Nay Nay

მეორე სკოლასთან დაბმულია ეგ გველი თუ რახდება,რა ვითარებაა?

Lia Nasaraia

პარტიზანი გველია

Tamaz Kharaishvili

როგორც ჩემი მეზობელი, აწ განსვენებული ჟორჟ ქართველიშვილი იტყოდა, ახლა ისეთი დროა, შეიძლება ადამიანმა უკბინოს გველს

Zura StepHania

ბაღი დაუმთავრებია და გადავიდა სკოლაში

ეკა მუკბანიანი

აყვება ზევით ქუჩას ეხლა, მანვე ახლოს ცეკვასაც შეისწავლის და მუსიკალურსაც დაამთავრებს

ნა თია

ეტყობა მანდატურად უნდა სამსახურის დაწყება და პრაქტიკაზეა

Tamuna Siradze

გაგვაკაჟეს ადამიანებმა

Nino Beridze

შეამოწმა სკოლა თუ მოიხსნა
მერიიდან იქნება მოსული მაი გურული დირექტორი იქნებოდა

Nanuchi Lomtatidze

გამოცთებისთვის ემზადება ჯერ ვერ წავა ჩააბარებს და მერე წავა

Nin Klim

ნამეტარი განათლებული გველია მაი, მუსიკალურში არ უნახავთ?
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights