პ
აატა კუნჭულიას მერობის დროს მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 30 მდე თანამშრომელი განთავისუფლდა.
რეორგანიზაცია, ოფიციალურად, ხვალ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მერის გადადგომის შემდეგ, მისი ბედი გაურკვეველი დარჩა.
ყველასათვის მოულოდნელად, განთავისუფლებული თანამშრომლების დათხოვის შესახებ ბრძანებები, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, მერიის ეიჩარმა, შიდა ელექტრონულიბრუნვის სისტემაში, მას შემდეგ ატვირთა, როცა მერი უკვე გადამდგარი იყო.
აღსანიშნავია, რომ, ეიჩარი ამ ბრძანებებს, ელექტრონულიბრუნვის სისტემაში, ადმინისტრაციის უფროსის ვიზირებით ტვირთავს, რომლის შემდეგაც ბრძანებებს ხელს მერი ელექტრონულად აწერს და ეს ბრძანებებიც ძალაში შესულად ითვლება; თუმცა, აქვე სათქმელია, რომ, ამ დროისათვის ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსიც, ისევე როგორც ოზურგეთის მერიც გადამდგარნი იყვნენ.
ვინ დააჩქარა მარი ქერქაძე მსგავსი ქმედებისათვის გაუგებარია, თუმცა ახლა ორი გამოსავალი რჩება;
პირველი: ამ ბრძანებებს ხელს, მერის მოვალეობის სემსრულებელი, ჩხიკვიშვილი, ხვალ, ორშაბათს აწერს და ბრძანებები 22 თანამშრომლის განთავისუფლების შესახებ ძალაში შედის,
მეორე; ჩხიკვიშვილს ბრძანებებზე ხელს არ აწერინებენ, მოვალეობის შესრულებას ოთხშაბათიდან გია ანთაძე შეუდგება და ან ის მოაწერს ხელს ამ ბრძანებებს, ანაც ოზურგეთის საკრებულოს უკან გააქვს მისი გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ, პროცესი ცხადდება ჩაშლილად და იწყება ხელახალი რეორგანიზაცია;








