თეთრიწყაროს აწ უკვე ყოფილი ვიცე მერი და ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის, ასევე ყოფილი უფროსი, გია ანთაძე, ოზურგეთის მერის მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირის ხუთშაბათიდან შეუდგება,
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ანთაძის ახლო წრიდან აცნობეს;
მათივე ინფორმაციით, ანთაძემ დატოვა უკვე თეთრი წყარო, ყველა ფორმალობები მოაგვარა და ოზურგეთში მოემგზავრება;
ცნობისათვის, ოზურგეთის მერის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის მოქმედმა მერმა, პაატა კუნჭულიამ, მიმდინარე კვირის პარასკევს დატოვა;
კუნჭულიასთან ერთად თანამდებობები დატოვეს ათამდე მაღალჩინოსანმა.
ამ წუთებში მერის მოვალეობას, ყოფილი ვიცე მერი, ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის, მომდევნო კვირის ბოლოს, დანიშნავს რა მოადგილედ ანთაძეს, თვითონაც გადადგება;








