მილენიალები შვილებს განსხვავებულად ზრდიან

“მილენიალები” – 1981-1996 წლებში დაბადებული თაობა.

მშობლების თითოეულ თაობას თავისთვის დამახასიათებელი აზრდის სტილი აქვს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა მშობელი ერთნაირად ზრდიდეს ბავშვს, თუმცა არსებობს საერთო სურათი:

მილენიალები არ ჩქარობენ დაოჯახებას

მრავალი მიზეზის გამო (ფინანსური უზრუნველყოფა, კარიერა, მოგზაურობისადმი მისწრაფება და ა.შ.) მილენიალები უფრო გვიან გეგმავენ ბავშვებს, ვიდრე მათი წინა თაობები. უფრო სანდო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არსებობის და ოჯახის შექმნის გაცნობიერებული არჩევანის წყალობით  პირველი შვილის გაჩენის ასაკმაც გადაიწია.

მილენიალები ბევრ რამეს უზიარებენ სოციალურ ქსელს

სოციალური ქსელები ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების ნაწილია, თუმცა ყველაზე მეტად მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების.  ისინი ყვებიან ინტერნეტში შვილების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და დებენ მათ ფოტოებს.

მშობლები იყენებენ სოციალურ მედიას, როგორც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გზას, როგორც წინა თაობის მშობლები სატელეფონო ზარებს და ფოტოებს უგზავნიდნენ შორეულ ნათესავებს.

ოჯახის სტრუქტურა ღიაა ინტერპრეტაციისთვის

მარტოხელა მშობლები და ლგბტქ მშობლები ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ტრადიციული ოჯახი ახალ ათასწლეულში.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქალი ირჩევს მარტოხელა დედად ყოფნას.

მილენიალები შვილებს უნიკალურ სახელებს არქმევენ

„ბეიბი ბუმერები“ (1946-64 წლებში დაბადებული თაობა) შვილებს გავრცელებულ სახელებს არქმევდნენ. ამის გამო, კლასში ბევრი სეხნია იყრიდა თავს.

მილენიალები, რომლებსაც უყვართ ყველაფრის საკუთარი გზით კეთება, შვილებს იშვიათ, განსაკუთრებულ და მრავალფეროვან სახელებს არქმევენ.

რჩევები მშობლებისთვის

წინა თაობებისგან განსხვავებით, მილენიალებს ძალიან ბევრი რესურსი აქვთ ბავშვის მოვლისა და აღზრდის საკითხებზე რჩევების მისაღებად ინტერნეტის, სოციალური მედიის და ტექსტური შეტყობინებების მყისიერი გაცვლის წყალობით. ისინი ეძებენ ვირტუალურ და რეალურ გარემოში ინფორმაციას დარგის ექსპერტებისგან. მრავალრიცხოვან პასუხებს კი ცხრილავენ იმის მიხედვით, რომელი მეთოდი მუშაობს მათ ბავშვებთან და რომელი არა.

მეტი დრო ოჯახში

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო მეტ ოჯახში მუშაობს ორივე მშობელი ერთად, მილენიალები  უფრო მეტ დროს  უთმობენ თავიანთ ბავშვებს, ვიდრე წინა თაობები. მაგალითად, მამები საშუალოს, დღეში 59 წუთს ატარებენ შვილებთან, როცა 60-იან წლებში მხოლოდ 16 წუთს უთმობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური სადილები სასადილო მაგიდის გარშემო  ისე გავრცელებული აღარ არის, როგორც ადრე, მშობლები ახლა უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან სხვადასხვა გზებით. მილენიალები უფრო ბავშვზე ორიენტირებული მშობლები არიან და მათ ეს მოსწონთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share