The Washington Post: საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან

The Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია”. სტატიას უცხვლელად გთავაზობთ:

15 წელზე მეტია, რაც რუსეთის მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად ყოფილი საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკა სტაბილურად თუ ნელ-ნელა მიდიოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ. ახლა მან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. სამშაბათს, თბილისში პოლიციამ დაარბია წამყვანი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისი და დააკავა მისი ლიდერი, ნიკა მელია. დაპატიმრება თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტის კულმინაცია იყო, რამაც საქართველოს პოლიტიკური სისტემა კოლაფსს მიაახლოვა და საფრთხე შეუქმნა მის კავშირს დასავლეთთან – მოვლენები, რითაც ვლადიმერ პუტინის გარდა, სარგებელს არავინ იღებს.

ვაშინგტონში ზოგიერთები ცდილობდნენ დაედანაშაულებინათ მმართველი ქართული ოცნების პარტია, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს. ექსცენტრული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის, მითითებით, პარტიამ გააგრძელა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება, ამავდროულად კი ურთიერთობების ნორმალიზება სცადა რუსეთთან, რომელიც 2008 წელს შეიჭრა ქვეყანაში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ორი რეგიონი. ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ), რომელიც 2000-იან წლებში ხელისუფლებაში ყოფნის დროს მჭიდრო კავშირებს ამყარებდა შეერთებულ შტატებთან, ხმამაღლა მიმართავს ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ბატონ ივანიშვილს ქვეყანა ავტოკრატიისა და მოსკოვის ორბიტისკენ მიჰყავს.

სადავო იურიდიული საფუძვლით ბატონი მელიას დაპატიმრება ნამდვილად გაუმართლებელი და პროვოკაციული იყო – იმდენად, რომ ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თანამდებობა დატოვა და ოპერაციას წინ არ გაუძღვა. მაგრამ ოპოზიციის ერთგულება დემოკრატიული ნორმების მიმართ ასევე მერყევად გამოიყურება. გასულ წელს ქართულ ოცნებასთან ფართოდ ნაქებ საარჩევნო რეფორმებზე მოლაპარაკებების შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე – როგორც არჩევნებმა აჩვენა, მოქმედი პირების გამარჯვების აღიარებაზე. ის ირწმუნებოდა, რომ არჩევნები გაყალბდა – დასკვნა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებელთა მრავალმა გუნდმა ვერ მიაღწია. მათ დაიმოწმეს დარღვევები, მაგრამ მათ შედეგი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.

სავარაუდოდ, თავად ბატონი მელია წინ უძღვებოდა მომიტინგეების მცდელობას, რომ 2019 წელს პარლამენტში შეჭრილიყვნენ; იგი დააკავეს იმ ფაქტის გამო, რომ მან გირაო არ გადახდა ამ ინციდენტთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. არჩევნების შემდეგ ის ახალი პარლამენტის ბოიკოტზე ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა, უგულვებელყოფდა აშშ-ს და ევროპელი დიპლომატების მიმართვებს. კომპრომისის წინააღმდეგ ისწრაფვის ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში ცხოვრობს, მაგრამ ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ უძღვებოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ ქართული კრიზისიდან. ამის ნაცვლად, ოპოზიცია და ქართული ოცნება უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა. მთავრობამ სწრაფად უნდა გაათავისუფლოს ბატონი მელია და ასევე გიორგი რურუა, ოპოზიციური სატელევიზიო არხის მფლობელი; ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი. თუ საქართველო აგრძელებს მის პროგრესს დასავლური დემოკრატიისკენ და არა ევრაზიული ავტოკრატიისკენ, მისმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, ტოლერანტობასა და ძალაუფლების განაწილებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    "ერთი ნაბიჯიც და..."- გიორგი თარგამაძეპატარა ბავშვი რომ ფეხის ადგმას იწყებს, მშობლის მიმართულებით ბარბაცით, შიშით, ინტერესით და ხალისით დგამს ნაბიჯებს, ცდილობს არ დაეცეს და წონასწორობა შეინარჩუნოს, წინ კი ხელებგაშლილი მშობელი შფოთვით და სიხარულით ელის, რომ გულში ჩაიკრას, ჩაიხუტოს, ბედნიერების განცდით მიეგებოს... - სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით 100 წლის წინ ჩვენი ახალფეხადგმული ქვეყანა, და ასე ვართ ახლაც. თუმცა განსხვავება…
    Tags: და, რომ, საზოგადოება
  • 97
    ოზურგეთი - მდებარეობა ოზურგეთისა – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი)თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? -  ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
    Tags: და, საზოგადოება
  • 96
    EMC ბუკნარში მომხდარ კონფლიქტს აჯამებს და რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვს"ადამიანიანის უფლებათა ცენტრი" (EMC)  14 და 15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე მათი უშუალო დაკვირვების და ინტერიუების საფუძველზე სახელმწიფოს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს. ორგანიზაციის განცახადებაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მოუწოდებს ხელუსუფლებას გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი…
    Tags: და, საზოგადოება
  • 96
    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებს – EMC„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა,…
    Tags: და, საზოგადოება