7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.
7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.