“შტერი ხარ შენ! ბაბუაჩემი დათიკო გოგუაძე მოსკოვში დადიოდა მწვანილის საყიდლად და რომელ კორუფციაზე მელაპარაკები”.
ეს განცხადება დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე ოზურგეთის მერის ერთწლიანი ანგარიშის მოსმენისას, მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ადგილობრივი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, დავით მჟავანაძის შეკითხვებზე პასუხისას გააკეთა.
მჟავანაძემ მერი კორუფციაში დაადანაშაულა და მას “ოზურგეთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და კორუმპირებული მერი” უწოდა”
ოპოზიციია მიიჩნევს რომ მოკლე დროში, თუ ვიმსჯელებთ მერის მიერ შევსებული ოფიციალური დეკლარაციიით, კოტე შარაშენიძემ საეჭვოს დიდი ქონება დააგროვა, რაც მისი ხელფასი მქონე ადამიანისათვის შეუძლებელია. ოპოზიციამ მოითხოვა მერისაგან პასუხის გაცემა თუ რა გზით დააგროვა მან ამდენი ქონება.
ოპოზიციის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მერმა მათ კითხვებს პირდაპირ არ უპასუხა.
მერის ერთწლიანი ანგარიშის მოსმენა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დღეს გაიმართა და ამ წუთებში დასრულდა.
დარბაზში ხმაური ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლებმა და შეკითხვებმა გამოიწვიეს, რომელიც მერის მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა:
“დასათქეშებია მაგენი ყველა” – თქვა შეხვედრის მიწურულს მერმა.