პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტმატიმრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ირონიულად უთხრა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ეს არსებობდა მათი ბელადი სააკაშვილის დროს.
“ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული. პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს”, — უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.