საქართველოში არსებული კოვიდვითარებისა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვისას, ეპიდემიოლოგებმა თქვეს, რომ პირბადის გამოყენება ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს.
“პირბადის გამოყენება დღემდე მსოფლიოში დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს”, – ამბობს პაატა იმნაძე.