ჩემი პატარა დაიკო მეუბნება : არ წახვიდე სესილი ქუჩაში კორონა დადისო
დედაჩემს “ფეთება” სჭირს და მაკარონი “კორონაც” ამოიღო ხმარებიდან
მამაჩემმა ისეთი ღობე შემოარტყა სახლს ჩიტსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება ეზოში შემოსაფრენად
მოკლედ სპირტის და “სეიფგარდის “ფრიალი გვაქვს ოჯახში..
მაგრამ მთავრობა გვეუბნება პანდემია თან არის და თან არაო..
სკოლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ სანამ რომელიმე ბავშვს ან მაწავლებელს ტესტი დადებით პასუხს არ უჩვენებს..
მერე ონლაინი..
“მას ინტერნეტი ჭედავს”. ან “მას ხმა მეკარგება” და ან კიდევ “სახლში არ ვარ”
მერე “ჩატში” ფოტოს გადაღება …
და ასე შემდეგ..
ხოდა რაც არის ეგაა და გადვწყვიტე სადეზინფექციო საშუალებებით შეიარაღებული წავიდე სკოლაში.
პირბადით შენიღბულმა ვიმგზავრო მუნიციპალური ტრანსპორტით. ..
სკოლის ზღურბლთან ხელები სპირტით დავიმუშაო და ასე “ობლად” ვისმინო 7 გაკვეთილი
“გავა დრო და მოუყვებით შვილებს”