“დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით”- რა გვითხრა ამით აშშ-მ?

“წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით” – ასეთია სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯორჯ კენტის სიტყვები, როდესაც ის საქართველოს ევროატლნატიკურ ამბიციებზე საუბრობს. ჰოდა აქამდეც მივედით… ვინ წარმოიდგენდა რომ საქართველოს, რომელიც ერთ დროს რეგიონში დემოკრატიისა და რეფორმების ლიდერი იყო, უახლოესი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ფინანსური სანქციებით დაემუქრებოდნენ. ასევე ძნელია წარმოიდგინო ჭკუათმყოფელი, რომელსაც ეს უხარია, რადგან სანქციების შედეგად პირველ რიგში ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე ვიზარალებთ.

მოდით იმაზეც დავფიქრდეთ, რამ აიძულა ასეთი რადიკალური ნაბიჯების დაანონსება იმავე დასავლეთს, რომელიც უკვე 30 წელია ერთგულად გვემეგობრება. ჩვენი მდგომარეობა ძალიან ჰგავს მავნე ვირუსთან მებრძოლ დაავადებულ ორგანიზმს. სასურველია რომ ვირუსის დამარცხება შიდა რესურსების მობილიზებისა და იმუნიტეტის საშუალებით მოხდეს. თუმცა, როდესაც ეს შეუძლებელი, გარედან ჩარევა წამლისა თუ ვაქცინის სახით აუცილებელი ხდება, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება არც გამოგვეყენებინა, რადგან მედიკამენტს სარგებელთან ერთად ორგანიზმისთვის გარკვეული ზიანიც მოაქვს. დღეს საქართველო ავადაა ვირუსით, რომელსაც “სახელმწიფოს მიტაცება” ჰქვია. იმუნიტეტმაც გვიმტყუნა და სამწუხაროდ შიდა პოლიტიკური რესურსებიც არ აღმოჩნდა საკმარისი ამ მძიმე ავადმყოფობის დასამარცხებლად. აუცილებელი გახდა გარედან ჩარევა და დასავლური სანქციები ის წამალია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ორგანიზმი ვირუსისგან უნდა განკურნოს, თუმცა მას გვერდითი ეფექტიც ექნება, რაც მტკივნეულად აისახება მოსახლეობაზე. და თუ არ გვინდა საქმე მტკივნეულ სანქციებამდე მივიდეს, საჭიროა, რომ ხელისუფლების კეთილი ნების, ჭკუისა და წინდახედულობის იმედზე კი არ ვიყოთ, არამედ ხალხმა აიღოს ინიციატივა ხელში, უფრო აქტიურები გავხდეთ საიმისოდ, რომ ქვეყანამ შიდა იმუნიტეტის გაძლიერებით თავად შეძლოს კრიზისიდან გამოსვლა. ამისთვის კი საჭიროა საზოგადობის მხრიდან შიდა წნეხი ხელისუფლებაზე იმდენად გაიზარდოს, რომ მმართველ ძალას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დათმობა აიძულოს. რაც ქვეყანასაც გადაარჩენს და თავად ოცნებას პოლიტიკურ ველზე დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

დრო ძალიან ცოტაა. საქართველო უკიდურესად მაღალი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ზონაშია. კავკასიური ექვსეული, რომელიც მოსკოვისთვის რუსეთის კავკასიისა და მცირე აზიის ერთიანი სივრცის შექმნის შესაძლებლობაა, საქართველოს გარეშე მკვდრადშობილ იდეად დარჩება. მეორეს მხრივ კი საქართველოს ამ გაერთიანებაში გაწევრიანებით შეერთებული შტატები და ევროპა რეგიონში მთავარ დასაყრდენს დაკარგავს, რაც რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გამარჯვება იქნება. კრემლი შეეცდება საქართველოში ვითარება ისე არიოს და რომ თბილისისთვის, სტაბილურობისა და განვითარების მოჩვენებითი, თუმცა ერთადერთი შანსი ექვსეულთან შეერთება გახდეს. ეს კი სრულად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ნიშნავს, რომლის თავიდან აცილებაც მხოლოდ ძლიერი დასავლური მხარდაჭერით შეიძლება, რასაც ოცნების ხელისუფლება სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს.

დღეს ყველაფერი უკუღმაა: საქართველოს მთავრობის ქება და კომპლიმენტები მოსკოვიდან, ხოლო კრიტიკა და სანქციების მუქარა დასავლეთიდან ისმის. ოცნების ხელისუფლება დანიელსონს ხელცარიელს ისტუმრებს, პოზნერსსპუტნიკის და ტასს-ის ხელმძღვანელებს კი ხელგაშლილი ხვდება; მტერი და მოყვარე ისე ერევათ ერთმანეთში, რომ ჟიგიმანტას პავილიონისსა და პუტინის პროპაგანდისტს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ; რაც მთავარია, ვითომ ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრობენ და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა წარმოადგენენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, უხამსი ჟესტებით უმასპინძლდებიან. დასავლელი პოლიტიკოსები სერიოზულად გვაფრთხილებენ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა სასწორზე დევს. და თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ხვალ ასობით მილიონი ლარის ფინანსური დახმარებას შეგვიწყვეტენ, ზეგ ასოცირების ხელშეკრულებას გადახედავენ, რითაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ ვაჭრობას დაემუქრება საფრთხე. საბოლოოდ კი მივალთ იქამდე, რომ მილიონამდე ადამიანი ბოლო თეთრებს, ახალგაზრდები კი ევროპულ მომავალს და საერთოდ მომავალს დაკარგავენ. ქვეყანას კი სხვა გზა არ დარჩება გარდა კავკასიური ექვსეულისა, სადაც ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა თუ ნიდერლანდების ნაცვლად ჩვენი პარტნიორები რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი იქნებიან. აი შემდეგ კი საქართველო ნამდვილად იქცევა გაღატაკებულ, თავმოყვარეობადაკარგულ ტერიტორიულ ერთეულად, ერთ დიდ სარესტორნე სივრცედ, რომლის მთავარი ფუნქციაც ოკუპანტის გართობა და დაპურება იქნება, სადაც პუტინის ჰიბრიდული ომის გენერლები იქეიფებენ, ოცნების ელიტასთან ელარჯს გაწელავენ, ჩვენი შვილების და საერთოდ ქვეყნის მომავლის საუკეთესო პერსპექტივა კი მათი მომსახურება, სამადლოდ გადმოყრილი ხურდა და ვოლსკის ცნობილი ჟესტი იქნება.

გიორგი თარგამაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნესამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა რეზოლუცია, რომელიც საქართველოში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის ავტორი სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი, რონ ჯონსონია, ხოლო სპონსორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულებას, ასევე ტერიტორიულ…
    Tags: და, საქართველოს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    "სახელწმიფო წაგვართვეს"- გიორგი თარგამაძეარაერთხელ მოგვატყუეს, არჩევნები გაგვიყალბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, სახლში გამოგვკეტეს, ბიზნესები გააკოტრეს, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს,  ბევრად მეტი შიშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თავად - ვალად აღებული მილიარდები ფლანგეს, მათი გადახდა კი ჩვენს შვილებს დააკისრეს. მოკლედ, სახელწმიფო წაგვართვეს, აი, მომავალიც წაგვართვეს, ან მინიმუმ გვართმევენ. ჩვენი ხმა... არჩევნების სადავო შედეგებითაც კი გასაგებად გაისმა, მაგრამ…
    Tags: და, რომ, კი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    "ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, ერთმა კაცმა"..."ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოო" - თქვა, დიდი ალბათობით, ერთმა კაცმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯერ ბრიუსელში დამჯდარიც არ იყო, რომ ღარიბაშვილის უჩვეულოდ დარბილებული რიტორიკა კვლავ ჩვეულ, ხისტ ფორმას დაუბრუნდა. ოცნების სხვა ლიდერებმა კი ისევ წითელ ხაზებზე დაიწყეს საუბარი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა არ მოიწონა კომპრომისის იდეა,…
    Tags: და, კი, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    აშშ-ის ახალ კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ დააინიცირესამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირება მოხდა. „ამერიკის ახალი კონგრესის მხრიდან განგრძობითი და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნავენ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ხაზს უსვამენ საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების…
    Tags: და, საქართველოს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა