ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.
ამასთან, როგორც ცნობილია, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.