ეუთო/ოდირის 10 საარჩევნო რეკომენდაცია „ოცნებას“

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსზე 26-გვერდიანი ერთობლივი დასკვნას აქვეყნებს.

დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზეა საუბარი. კერძოდ, პარტნიორების შეშფოთებას ზოგიერთი ის შემოთავაზება იწვევს, რომელიც საარჩევნო კომისიების შემადგენლობას ეხება.

„მიუხედავად იმისა, რომ ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში, მრავალი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუწყვეტელია. ჯერ კიდევ საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა“, –  ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ამჟამინდელი საკანონმდებლო შესწორების ინიციატივები არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის ყოვლისმომცველ განხილვაზე.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის შემდგომ ძირითად რეკომენდაციებს იძლევიან:

1. განიხილონ კვალიფიციური (მაგალითად, ორი/მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ანტიჩიხური მექანიზმით. მოითხოვოს უფრო მაღალი მანდატი ცესკო-ს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს;

2. მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება გააჩნია და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს;

3. შემდგომი ცვლილებების შეტანა დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი „რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას“, მეორე პუნქტის რეკომენდაციების შესაბამისად;

4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას.

5. არჩევნების დღეს აიკრძალოს, როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის საქმიანობა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;

6. მიღებულ იქნას სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად დათვლასა და შედეგების დაჯამებაში და არჩევნების შემდგომი დავების მართვაში;

7. ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილი ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით;

8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლის საჩივრების სათანადო განხილვას;

9. ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან მსგავსი ამომრჩევლით;

10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი ერთადერთი რეალური ვარიანტია მომდევნო არჩევნებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share