“ოცნების” დეპუტატი კაჭარავა: “არ ვიცი დუგინი თუა კრემლის მთავარი იდეოლოგი, ვასაძეს პატივს ვცემ”

საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი. ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რაზე შეხვდნენ.

 
ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ, ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს, ვაფასებ და პატივს ვცემ, დანარჩენი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი მისი.

ასე აფასებს მთავარ არხთან ქართული ოცნების დეპუტატი დავით კაჭარავა გუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთში ლევან ვასაძისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდერ დუგინის შეხვედრას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share