ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი, ჩემი ბიძაშვილის ქორწილია აქვე მახლობლად. რადგან ამერიკაში ვარ, ტყუილად ხომ არ გადმოვიფრენდი ამხელა მანძილს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს ისედაც…”, – ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ “ამერიკის ხმასთან”.
ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა ამერიკაში იმყოფება.
ქორწილი გუშინ, 25 ივნისს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ბიძაშვილმა, გიორგი ალასანიამ ამერიკელ ქალზე, მეგან მაკმანუსზე იქორწინა. ცერემონია ნიუ-იორკის მახლობლად, ტყესთან ახლოს, ლამაზ გარემოში გაიმართა.
წყარო: ამბები ჯი