აგვისტოში ინდური შტამი ბრიტანულს მთლიანად ჩაანაცვლებს

ეპიდვითარების მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობენ მთავარი ეპიდემიოლოგები. მედიკოსები საყურადღებოდ მიიჩნევენ ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას.

მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ინდური შტამი გაცილებით უფრო მარტივად გადამდებია, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ისინი რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ეპიდემიოლოგების დაკვირვებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, თუმცა იზრდება დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share