„მიშისტი არ ვარ!“ – ვინ არის მიხეილ სააკაშვილისთვის გუბაზ სანიკიძე

„თქვენ ყველაზე დიდი მიშისტი გამხდარხართ” – ეს რეპლიკა ინგა გრიგოლიამ გუბაზ სანიკიძის მისამართით მას შემდეგ ისროლა, როცა პოლიტიკოსმა მის გადაცემაში სტუმრობისას ქვეყნის პოლიტიკური კურსის წყალგამყოფი ექსპრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაზე გაავლო.

„აი, ხალხო, ხომ დარწმუნდით დაშლილად რომ გავიდა არჩევნებში ოპოზიცია, მოგებული არჩევნები წავაგეთ. სააკაშვილი ხომ გვთავაზობდა ერთ დიდ ბლოკს? რა ამბავი იყო ხომ გახსოვთ? ექვსი თვე ბიძინა მივიწყებული იყო ოპოზიციის მიერ და სააკაშვილის გინება მიდიოდა…

მთავარი სამიზნე ვინ არის იმ რუსების, ხომ გაიგეთ ახლა, მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციამ დაუშვა კატასტროფული შეცდომები, იქნებ ახლა მოვიდეთ აზრზე.

 

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება და მიხეილ სააკაშვილის პერსონის დისკრედიტაცია არის გასაღები იმისა, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსეთის გვამში.

მიშისტი არა ვარ, მე ვარ თანამებრძოლი, თანამოაზრე და პოლიტიკური პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის”,- განაცხადა სანიკიძემ.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share