“როცა ადგილობრივი ეკლესიის მთავარი იარაღი არის არა სიტყვა და ზნეობრივი სიჯანსაღე, არამედ კუნთები, მას საერთო რა შეიძლება ქონდეს ქრისტეს სხეულთან? იამაყეთ ეხლა იმით, რომ ქართველები რჩეულები ვართ და ბოლო ჟამს სწორედ ქართული ენით განიკითხება მსოფლიო. შიში, აი რა არის ფონი ამ სიგიჟისა. ადრე როცა თავში არაფერი მეყარა და იეღოვას მოწმეს გადავეყრებოდი, ორსიტყვიანი გასაუბრების შემდეგ ყვირილზე გადავდიოდი და ამით ვფარავდი საკითხთა უცოდინრობას, ვაიდა ხალხის თვალწინ არგუმენტაციით ეჯობნათ ჩემთვის, ხომ შევრცხვებოდი. მერე ვისწავლე და გავერკვიე რაღაცეებში და აღარ ვყვირივარ, მაშინ როცა შეიძლება სიტყვითვე დაიძლიოს ვითომ არგუმენტები. მთელი წელი იერარქია სწორად და ჯანსაღად რომ ქადაგებდეს იმას, თუ რატომაა ეკლესიის თვის მიუღებელი ჰომოსექსუალობა (და არგუმენტი მხოლოდ ეს არ იყოს, რომ ქართველი ვაჟკაცი როგორ შეიძლება ასეთი იყოს) და კატასტროფა იქნება, თუკი ჩვენ წავუყრუებთ ამ ცოდვის პროპაგანდის მიმართ, მაშინ დარწმუმებული ვარ გიჟებივით არ ირბენენ ადამიანები ქუჩებში და იმას არ გააკეთებენ, რაც გააკეთეს, მაგრამ არა. უნდა დავჩეხოთ, დავხოცოთ და ფიზიკურად მოვსპოთ, მაშინ გავიმარჯვებთ, მეტი არაფერი ისმის. იმიტომ, რომ ეშინიათ და იმიტომ ეშინიათ, რომ ოროსნები არიან ქრისტიანობაში. წიგნის გამოცემა ამათ არ უნდათ, განათლება ამათ არ უნდათ, მარტო ყვირილი და კუნთების თამაში. წლებია ათასი მწვალებლური აზრი იფრქვევა ამბიონებიდან და რეაქცია არავის აქვს, ვის რაში ადარდებს. რა მნიშვნელობა აქვს როგორ გწამს წმ. სამება, მაცხოვრის განკაცება… მთავარია პრაიდი არ შედგეს. და გუშინ გაიმარჯვეს, ივერია გაბრწყინდება”. წერს თეოლოგი დავით ბრეგვაძე