მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს ხვალ, 8 ნოემბერს, 3 საათზე პარლამენტთან აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი ცხოვრება უნდა და ხვალ ფასეულობებისთვის ბრძოლის დღეა.
“ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ როგორი ცხოვრება გვინდა. შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები..თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები.. ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა. თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნებიდა ყვავილები შემოგვაგებეთ”, – წერს ნინო ქათამაძე.
მისი თქმით, ხვალინდელი დღე არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ცხოვრებისთვის, ბედნიერი მაგალითებისთვის ბრძოლაა.