ნებისმიერი ადამიანის დუმილი არის დანაშაული, რადგან შემდეგი ვიქნები მე, მერე კი, თქვენ – ნინო ქათამაძე

„როდესაც, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, იქ ნებისმიერი ადამიანის დუმილი არის დანაშაული“- ამის შესახებ CNews-ს მომღერალმა ნინო ქათამაძემ განუცხადა, რითაც ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როცა იბადება პროტესტი, ამ პროტესტს ყოველთვის აქვს საბაბი.

„მე ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, მაგრამ როგორც არტისტი, ჩემს შეფასებას გეტყვით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც მუსიკოსი, მსახიობი, მწერალი, ჟურნალისტი და ყველა ის ადამიანი რომელიც საკუთარი შრომით ალამაზებს ქვეყანას, უწევს პოლიტიკოსობა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პირობებში ვცხორვობთ. თუ კი იბადება პროტესტი, ამ პროტესტს ყოველთვის ახლავს საბაბი. როდესაც, ადამიანი სიცოცხლეს ფასი არ აქვს, იქ ნებისმიერი ადამიანის დუმილი არის დანაშაული, იმიტომ რომ შემდეგი ვიქნები მე, მერე კი თქვენ“,-განაცხადა ქათამაძემ

მომღერლის თქმით, ის ყოველთვის დგას იქ, სადაც ნათელი მომავლისთვისაა ბრძოლა.

 

„ნინო ქათამაძე ყოველთვის დგას იქ სადაც, ნათელი მომავლისთვის არის ბრძოლა, და არასდროს არ არის იქ, სადაც ადამიანი თავისი კეთილდღებისთვის იბრძვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი შვილების წინაშე ვიყოთ მართლები“,- განუცხადა CNews-ს მომღერალმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share