ცნობილი ხდება რომ შესაძლოა, საკარანტინე სივრცეებში საპარლამენტო არჩევნები ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს გაიმართოს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკითხზე მსჯელობა უკვე გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა განიხილა საკარანტინე სივრცეებში ე.წ. სპეცუბნების შექმნის საკითხი.
ის, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები 2 დღის განმავლობაში ჩატარდეს, ადასტურებს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.
“სავარაუდოდ, არჩევნები სპეცუბნებზე ჩატარდება 30 ოქტომბერს. ვფიქრობთ, რომ მიზეზი, რომელიც მოყვანილი იყო შეხვედრაზე არის საფუძვლიანი. ვინაიდან, ბევრი განსხვავებული პროცედურა იქნება ჩასატარებელი. რეკომენდაციაა, რომ ერთი დღე მაინც დაყოვნდეს ბიულეტენები, რომლებიც ამ ადამიანების მიერ ჩაიყრება და ლოგიკურია, რომ მერე უკვე ერთად მოხდეს დათვლა”, – აცხადებს ნატროშვილი.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საკარანტინე სივრცეში 5 655 ადამიანი იმყოფება.
“ფორმულანიუსი”