ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა, რომ აღარ დასჭირდებათ შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. მაგალითად, ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის ისრაელში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს. წარმოიდგინეთ, იმ სასტუმროში მერე იქიდან ვინმე გამოუშვებს ტურისტს?
ჩემი აზრი ასეთია, რომ დღეს დაწესებული რეგულაციები უნდა აღსრულდეს, საკმარისი იქნება”.
ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე შეზღუდვების თავიდან დაწესებასთან დასმულ შეკითხვას.