ბადრი ესებუას ძმას – ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, რომელსაც დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.
ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ბიძინა ესებუაზე დაკისრებული სახდელი მინიმალური სასჯელია, თუმცა, მისივე თქმით, ესებუა უდანაშაულოა და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ ბადრი ესებუას ძმაა.