ამ ინფორმაციას იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ავრცელებს. ირკვევა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დელტა შტამით 550-მდე ბავშვი დაინფიცირდა.
“როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოში რა მდგომარეობაა, დელტა ვარიანტით ინფიცირების თვალსაზრისით, ჩვენ ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის დეტალურ ანგარიშს, ინფიცირებულთა შორის 10% არის ბავშვები, თუ შევხედავთ დღევანდელ ციფრს, 5 000 ინფიცირებული ნიშნავს, რომ მათ შორის 500 ბავშვი იქნება.
ამ ციფრებიდან გამომდინარე, 15-20 უნდა იყოს ის ბავშვი, რომელსაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია”, – თქვა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე მასობრივი იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომაზე ვაქცინაციისთვის ასაკობრივი ბარიერი დაიწევს და 12 წლიდან მოზარდების აცრა შესაძლებელი გახდება.