“ჟურნალისტები ძაან აქეზებენ და უნდათ ეს ხდებოდეს” – “იმედის” მფლობელი 5-6 ივლისის ძალადობაში მედიას ადანაშაულებს

ტელეკომპანია იმედის მფლობელი პროპუტინისტურ, მოძალადე დაჯგუფებებს იცავს და  ჟურნალისტებზე ძალადობას ამართლებს.

ირაკლი რუხაძემ 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაში მედია ღიად დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ძალადობას ჟურნალისტები აქეზებდნენ. სახელისუფლებო არხის მფლობელმა, ეს განცხადება, უცნობის გადაცემაში სტუმრობის დროს გააკეთა და უკვე საჯაროდ დაადასტურა, ის რაც ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო – ტელეკომპანია “იმედს”, ხელისუფლების მსგავსად, ჟურნალისტების განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედიის კითხვები აღიზიანებთ.

“ჟურნალისტი ჩემთან მოვიდეს დედა მაგინოს ქუჩაში, მერე მე წინააღმდეგობა გავუწიო, საზოგადოების აზრი არ იქნება, რომ ჟურნალისტია მაინც და მაინც მართალი და მე ვერ მტყუანი. ეს არ ნიშნავს, რომ შენ გამომწვევად უნდა იქცეოდა, როგორც ისინი იქცეოდნენ, როცა ჩვენ ყველანი მივედით კახი კალაძის წარდგენაზე. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტები მოყვნენ ამ გაუგებრობაში, ეს ასე არაა. ჟურნალისტები ამას ძალიან აქეზებენ და უნდათ, რომ ეს ხდებოდეს აქ”,-თქვა მან.

მისივე აზრით, ჟურნალისტები სალოცავად მისულ ადამიანებს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share