“ბოლო შანსად განვიხილავთ ამ რეფერენდუმს. დიახ, რეფერენდუმია, სადაც კითხვა ასე ჟღერს: გვინდა ეკონომიკა ერთეულებისთვის? თუ ეს გვინდა, მაშინ ხმა ქართულ ოცნებას მისცემს, თუ ეკონომიკა გვინდა ხალხისთვის, მაშინ დარწმუნებული ვარ, ხმას მისცემენ ოპოზიციას. თუკი გსურთ კიდევ უფრო დავშორდეთ დასავლურ სივრცეს, თუ ეს ყველაფერი მოგვწონს, მაშინ ფარცხალაძეს და მურუსიძეს მიეცით ხმა, არ არის პრობლემა. თუკი ქაოსი, შუღლი, კრიმინალი მოგვწონს, ვისაც არ ეზარება ყველა იარაღით რომ დადის, მაშინ აქ სადავო არაფერია, ხმა ბიძინა ივანიშვილს მივცეთ, თუკი გვინდა მშვიდობა, საზოგადოებრივი მშვიდობა, უსაფრთხოება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციას”.
თქვა ნიკა მელიამ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების ღონისძიებაზე.