ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა

მოძრაობა „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა. ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, თალიბთა ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან. შენობაში და მის მიმდებარედ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად, მათ ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის 21 აგვისტოს გაიხსნება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმდა ყველა კომერციული რეისები ქაბულის აეროპორტიდან, ხოლო ტრანზიტულ თვითმფრინავებს რეკომენდაცია მიეცათ, შეეცვალათ მარშრუტი ავღანეთის საჰაეროს სივრცის გვერდის ავლით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share