ხმაური იყო ქობულეთში, სადაც საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მაგ აღმაშენებლის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა და ისინი საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ.
ისინი ხელისუფლებას საბანკო სექტორთან თანამშრომლობასა და სესხების სუბსიდირებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისვლას ითხოვდნენ. აქციას ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციები უფრო მასშტაბური გახდება.