პრემიერის წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის უდიდესი ნაწილი ქვეყანაში “აყვავებულ და ადუღებულ” ეკონომიკასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” დასრულების პირობას ეხება, ოზურგეთელი არქიტექტორი, ნოდარ გოგუა სოციალურ ქსელში ეხმაურება და პრემიერის “შინაურებს” ერთ რჩევას აძლევს:
არა, დიდი სიბრძნით ვერასოდეს რომ ვერ გამოირჩეოდა ყველამ ვიცით, მარა ამ ბოლოს რომ სულ გარეკა, შინაურებმა მაინც ქენით რამე!!!! წეღან ვთქვი და გავიმეორებ – შეზოფრენიას პლუს დაიძლეველი შიში, ამ შედეგს იძლევა – კაცი დაუსრულებლად იძახის “დავასრულებ, დავასრულებ”!!!! ვინმე მადლიანმა ურჩიეთ, ამ “დავასრულებ”-ის სამიზნეში ერთხელ მაინც ან პანდემია, ან სიღარიბე, ან უმუშევრობა, ან უსამართლობა…. ჩააყენოს!!!! არა, კი არავინ არ დაიჯერებს, რისი ან ვისი დამსრულებელია ქე ვიცით, მარა, მაინც! რა ვიცი აბაა?!!!-წერს გოგუა.