საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩოხატაურის მერობის კანდიდატად დავით შარაშიძე წარადგინა.
28 წლის შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოში, ბოლო 4 წელია “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ღარიბაშვილმა დღეს, ჩოხატაურის სოფლებში მაჟორიტარებიც გააცნო საზოგადოებას, თუმცა, მანამდე, განსაკუთრებული მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა ირაკლი კუჭავას, რომელიც ორი ვადით იყო ჩოხატაურის მერი.
დღეს, ჩოხატაურში სიაში მყოფი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა “გურიის მოამბემ” გაარკვია, რომ სიის პირველი ნომერი და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პრემიერისგან საჯარო მადლობა გადახდილი ირაკლი კუჭავა იქნება.
რაც შეეხება მოქმედ თავმჯდომარეს-ზაალ მამალაძეს, როგორც გვითხრეს, ის სიაში მეორე ნომერი იქნება და არ არის გამორიცხული, საკრებულოში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, კუჭავას მოადგილე იყოს ან რომელიმე კომისია ჩააბარონ.