“ოპოზიციამ საოლქო საარჩევნო კომისია პროტესტის ნიშნად დავტოვეთ” – განუცხადა “გურიის მოამბეს” “ევროპული საქართველოს” აქტივისტმა, მაია ქუჩიშვილმა.
ის კომისიის სხვა ოპოზიციურ წევრებთან და წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიცნევს და ქვეყნის მასშტაბით მისი წარმომადგენლები შემაჯამებელ ოქმებს ხელს არ აწერენ.
“ბოლო ერთი კვირა ვესწრებით საქოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს და ჩვენ თვითონაც გვქონდა საჩივარი შეტანილი საოლქო კომისიაში, საჩივარი არც კი განიხილეს არა თუ დააკმაყოფილა ან არ დააკმაყოფილა, მათ შორის სრულიად არაკანონიერად ოლქმა არც განიხილა საჩივრები.
შესაბამისად, როცა ამდენი ოქმი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამდენი ოქმი არის დამახინჯებულად გადაწერილი, ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრებმა და მათ შორის წარმომადგენლებმაც დავტოვეთ საარჩევნო ოლქის სხდომა – ვინაიდან ვერ მივიღებდით მასში მონაწილეობას.
ჯერ ცხრა შემადგენლობით დარჩა ეხლა ოლქი, რომლებსაც ფორმალურადაც კი არ ყავთ მოწინააღმდეგე. არც დღის წესრიგთანაც არავის შენიშვნები არ აქვს, მაშინ როცა ზუსტად იციან რა დონის გაყალბებასთან გვქონდა საქმე და როგორ იყო ოქმები შედგენილი.
ეს იყო პირველი ჩვენი პროტესტი რომ მათ არც კი გაითვალისწინეს ოპოზიციური პარტიის წარმომდგენლების მოთხოვნა.
პირდაპირ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ხმების საბოლაო დათვლა დამთავრებულია და დღეს წერენ შემაჯამებელ ოქმს, რომელიც სრულიად აბსურდია და აზრი არ აქვს ამ აბსურდში მონაწილეობის მიღებას” – გვითხრა ქუჩიშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 77
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 75
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 65
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 65
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…