”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა წევრები იმყოფებიან.
ცნობისთვის, დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ გუშინ, 1-ლ სექტემბერს გამოაცხადა. მელიამ განმარტა, რომ მიზეზი “ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირის ფულად დახმარებაზე უარის თქმაა.