მაკა ჟორდანიასა და რეზო ხარაბაძის 12 სულიანი ოჯახი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი, მერიის უსახლკაროთა თავშესაფრის სამოთახიან ბინაში, 5 წელია ცხოვრობს, მშობლები, 5 შვილი, სამი შვილიშვილი, რძალი და სიძე.
ოჯახის წევრების განცხადებით, მათი მდგომარეობა არის მძიმე, წევრთა უმრავლესობას იატაკზე ძინავთ.
არამარტო ნორმალური, არამედ საერთოდ ელემენტარული კვებით უზრუნველყოფაშიც პრობლემები აქვთ.
ყველანი, ყოველთვიურად ყველა დახმარების შეჯამებით თვეში 800 ლარს ღებულობს, რაც იოტისოდენადაც კი არ ყოფნის 12 სულიან ოჯახს.
როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მრავალჯერ მიმართეს სხვადასხვა, შესაბამის ინსტანციებს, თუმცა პასუხი დღემდე არავისგან არ მიუღიათ.
მოთხოვნა ამ ეტაპზე ერთადერთია – საცხოვრებელი ფართის დამატება.
ამბობენ რომ იქვე , მერიის უსახლკაროთა თავშესაფარში, უამრავი ბინაა დაკეტილი, რომელიც ისეთებს დაურიგეს, არავითარი ამის საჭიროება რომ არ იყო.
თავის დროზე, ჟორდანიების ოჯახი ოზურგეთის სამშობიარო სახლის ბაზაზე არსებულ თავშესაფარში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვინაიდან ისინი სოფელ მთისპირში იყვნენ ჩაწერილები, ქალაქოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, მათზე პასუხისმგებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დააკისრა და აქედან მოხდა მათი ოჯახი სოფელ მერიაში.
ცნობისათვის; ეს 2016 წელს მოხდა – როცა ოზურგეთში ორი მუნიციპალიტეტი ფუნქციონირებდა-ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (სოფლების).
სოფელ მთისპირში კი ჟორდანიები ზემო აჭარიდან, წლების წინ, როგორც ეკომიგრანტები მოხვდნენ, რაოდენ მძიმედ და გაუგებრად არ უნდა ჟღერდეს. ეკოლოგიური პრობლემების გამო ზემოაჭარიდაბ წამოსულები მაშინდელმა კომუნისტურმა საბჭოთა ხელისუფლებამ ისეთ ადგილას-სოფელი მთისპირი-დაასახლა, რომ იქაც მსგავსი პრობლემების გამო ოჯახი ფაქტობრივად მთელი 20 წელი ღია ცის ქვეშ იყო.
მდგომარეობას კიდევ ის ამძიმებს, რომ ოჯახის სრულწლოვანი წევრებიდან არცერთი დასაქმებული არ არის.
რედაქციაში ოჯახიდან მხოლოდ ანა და ლანა მოვიდნენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანენ მათ გასაჭირს და მცირეოდენ მაინც შეუმსუბუქებენ იმ მძიმე ყოფას, რაშიც იმყოფება დღეს ჟორდანიების 12 სულიანი ოჯახი.