გიორგი გახარია კონკურენტებს დებატებში დაჯდომისკენ მოუწოდებს, ხოლო ნარკოტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მალე მედიას „საინტერესო ინფორმაციას“ გაანდობს.
„ბანკებით” სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავჯდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, გეგმებზე და ა.შ.
ერთი რამ იცოდეთ ხალხო, ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არ იმალება. ამიტომ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა, ვთქვათ, რომ არ გვინდა დაჯდომა ან ვერ ვჯდებით, ან არ ვჯდებით. მე უბრალოდ ვთხოვე მოქმედ მერს, დავჯდეთ დებატებში, ისევე როგორც ნიკანორ მელიას. იმედი მაქვს, ამ ჩემს შეთავაზებაზე სერიოზულ პასუხს მივიღებ.
რაც შეეხება ტესტს, ტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.