“მთავარი არხის” დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია აცახდებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დეპუტატებისთვის, მესამე პრეზიდენტის საპატიმროში მოსანახულებლად, თანხმობა გააუქმა.
“პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კუჭავამ დღეს დახურა ყველა შემოსვლელისთვის თანხმობა, ანუ გააუქმა თანხმობა და პარლამენტის წევრები, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილთან შემოსვლა და ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, ვეღარ შემოდიან. ესეც თქვენი ევროპელი კუჭავა ევროპული დროშის აწევით, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს”,-თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატებს კონკრეტულ სასჯელაღსრულების შესვლისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდებათ.