“ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

“სირცხვლის დერეფანი, როგორც კლასიკური მოდელი სირცხვილის დერეფნისს არ განიხილება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სხვის ამომრჩევლებს პატივს სცემს.

“სირცხვლის დერეფანი, როგორც კლასიკური მოდელი სირცხვილის დერეფნის არ განიხილება, იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ უნდა მოვახდიონთ ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც მიდის და ხმას აძლევს”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ სირცხვილის დერეფნებზე უარის თქმის მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს “ნაციონალური მოძრაობა”  საპროტესტო აქციას მაინც გამართავს, თუმცა რა ფორმით ამაზე პარტიაში ჯერ კიდევ მსჯელობენ.

“დღეს ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად რა ფორმით ჩავატარებთ საპროტესტო აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში, აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე შევთანმხდებით დღეს. ბევრი ვერსიები იხილება, მათ შორის ჯაჭვიც, დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვაშალომიძემ  განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები უნდა მოეწყოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share