გამოვლინდა კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

ჩატარდა 62 994 ტესტი.

5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი – 8.04%; 7 დღის მაჩვენებელი – 8.77%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა კორონავირუსის 657 753 შემთხვევა, დაღუპულთა რიცხვი კი 9 440-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 309, შიდა ქართლი – 387, გურია – 144, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 435, კახეთი – 720, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 300 საიდანაც:

5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 717, აჭარაში – 475, იმერეთში – 1 275.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 74, იმერეთში – 416.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი,  მათგან თბილისში – 131, აჭარაში – 15, იმერეთში – 24.

922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 – თბილისში, 241 – აჭარაში.

32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share