“პირადად მე ვისურვებდი, მან შესწყვიტოს შიმშილობა და ლილიპუტინები იძულებული გახდნენ, გაანთავისუფლონ ჩვენი გულივერი”-დოდონა კიზირია

“ისეთი მკაცრი განცხადებები, როგორც გუშინ დასავლეთმა და განსაკუთრებით ამერიკამ გააკეთა, დიდი ხანია არ ყოფილა.
პუტინის ქართველი ლილიპუტინები ორცეცხლს შუა არიან. ერთი მხრივ, კრემლიდან მიღებული აქვთ ბრძანება, არავითარ შემთხვევაში ციხიდან არ გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი. თუნდაც მოკვდეს, და თუ მოკვდება, მით უკეთესი პუტინ-ლავროვ-კრემლისთვის.
მეორე მხრივ, დასავლეთმა შეიძლება ამჯერად პერსონალური სანქციებიც დაუწესონ და დააყადაღონ ბორიას მილიარდები, განსაკუთრებით სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში.
მესამე ფაქტორი ის არის, რომ ხალხი, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც არასდროს ისეა მათზე გულაყრილი და, როგორც იქნა, უფასო ფულის მიღების იმედგაცრუებული.
მიშას თავი აქვს გადებული, ეგებ ჩემმა სიკვდილმა გაანათოს მომავლის გზაო. პირადად მე ვისურვებდი, მან ეს ტრაგიკული ფასი არ გაიღოს. იმიტომ კი არა, რომ სამშობლოს მომავლისთვის თავდადებას აზრი არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელ რეალობაში, დღევანდელი ადამიანების მენტალობაში ასეთი მსხვერპლი, ვშიშობ, უკვე აღარ გამოიწვევს ისეთ რეაქციას, როგორიც, ვთქვათ, ორმოცდაათი, ან ასი წლის წინ იქნებოდა. შეცვალა რამე პრეზიდენტი გამსახურდიას ტრაგიკულმა სიკვდილმა?
მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი , მშვენიერი, უკეთესი ნუ გინდა, საჩუქარი იქნება პუტინისთვის. მის გარდაცვალების დღეს სახალხო ზეიმად გამოაცხადებენ და ეგებ პარადიც ჩაატარონ წითელ მოედანზე მათი ჩვენზე გამარჯვების აღსანიშნავად. რუსი ბიდლო კი დაიჯერებს, რომ პუტინმა კიდევ ერთი მტერი “დაამარცხა”. მერე რა, რომ მონებად არიან გადაქცეული, “ზატო კრიმ ნაშ.” ეს არის მათი მენტალობა.
ჩვენი ლილიპუტინები დაფრთხებიან რაღაც დროით, მაგრამ ბორია მარჩენალი ყავდეთ კარგად და გაძლებენ როგორმე. თანაც შვებით ამოისუნთქავენ, რომ ადამიანი რომლის მიმართ შური და ბოღმა ახრჩობდათ, რომელიც, ტყვეობაშიც კი შიშის ზარს სცემდა, აღარ იქნება ამ ქვეყანაზე.
დასავლეთი? რასაკვირველია, დასავლეთი აღშფოთდება, სათანადო განცხადებებსაც გააკეთებს, ალაბათ სანქციებსაც დააწესებს რაღაც დროით. მერე? მერე არაფერი. აი, გადახედეთ მსოფლიო რუქას. ჩვენ მასზე ერთი პაწაწინა წერტილი ვართ. უამრავი ხალხი, ქვეყნები, სახელმწიფოები შესცქერიან ევროპას და ამერიკას – დაგვეხმარეთ, მოგვეცით, მხარში ამოგვიდექითო. დასავლეთს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს და მათმა მთავრობებმა პირველ ყოვლისა საკუთარი ამომრჩეველი უნდა დააკმაყოფილონ. ეხმარებიან იმათ, ვინც მზად არის საკუთარ თავს დაეხმაროს, იბრძვის საკუთარი მომავლისთვის.
რა გავლენა ექნება მიშას შესაძლო სიკვდილს? აღშფოთდება, დაირაზმება, იბრძოლებს ხალხი? რაღაც ნაწილი ნამდვილად იბრძოლებს, თავგანწირვამდე იბრძლებს. მაგრამ ვშიშობ, რომ ბევრს გული გაუტყდება, ბევრი ხელს ჩაიქნევს, ბრძოლის უნარს დაკარგავს
აი ამიტომ მიშას სიკვდილი დაუშვებელია!!!
პირადად მე ვისურვებდი მან შესწყვიტოს შიმშილობა და ლილიპუტინები იძლებული გახდნენ, გაანთავისუფლონ
ჩვენი გულივერი.
მიშა სჭირდება საქართველოს. მისი ნიჭი, ენერგია, შემართება სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს. ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდრები, რომ ასეთი მძიმე ფასი გავიღოთ.
წერს  ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, საკუთარ  ფეისბუქგვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: