დადის ირაკლი ღარიბაშვილი რაიონიდან რაიონში და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება”- ასე პასუხობს მერობის კანდიდატი ნიკა მელია პრემიერ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს თქვა, რომ ოპოზიცია ვერცერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვებს.
“თუ ბატონი ღარიბაშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ოპოზიცია ვერ იმარჯვებს, რატომ დადის ქალაქიდან ქალაქში და რატომ ხარჯავს ძვირფას დროს?” – აცხადებს ენმ-ს თავმკდომარე ღარიბაშვილის საპასუხდ:
”მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა მას არსებობისთვის, იმიტომ, რომ ის დიდწილად ჩვენ გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივასა და ხელისუფლებას შორის, კოალიციურ მთავრობასა და ბატონ ღარიბაშვილს შორის. მადლობა ბატონო ირაკლი, მართლაც გვეხმარებით, უკეთესს ვერ ვინატრებდით, იმდენად დიდი ზიზღის, ბოღმის და ბალღამის ფრქვევა მოდის თქვენგან, თბილისელებს ეს არ სჭირდებათ, ამიტომ რაც უფრო ბევრ პრესკონფერენციას ჩაატარებს, ჩვენ უფრო მადლიერები დავრჩებით”.- თქვა ნიკა მელიამ.